საზოგადოება

ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” კონკურსს მართავს

30.08.16 19:20


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” კონკურსს - „ტუროგრაფი“ მართავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც საიტზე turography.ge გააგზავნის საკუთარ შთაბეჭდილებებს და ნამუშევარს საქართველოში მოგზაურობის შესახებ. თემების მიღება 7 სექტემბერს შეწყდება. გამარჯვებული ტუროგრაფები 15 სექტემბერს გამოვლინდება. პირველ ადგილზე, გასულ ტუროგრაფს 2 ადამიანზე, ბორჯომის ხეობაში და სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო სასტუმროებში 5-დღიანი სამოგზაურო პაკეტი გადაეცემა. მეორე ადგილზე გასულს ”ქენონის” პროფესიონალური ფოტოაპარატი.

კონკურსის დეტალების შესახებ საზოგადობას ინფორმაცია ”ბიბლუსში” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” წარმომადგენელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა გააცნეს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები