საზოგადოება

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

14.04.20 15:20


ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

დღეს 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე, დამატებითი შეზღუდვები შედის ძალაში.

როგორც საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე იტყობინება, ისრაელის ტერიტორიაზე, ქალაქებს შორის მიმოსვლა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით იკრძალება.

„ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით. ასევე ძალაში რჩება წინა შეზღუდვები“,-აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები