საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14.04.20 16:00


საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

დაავადებული ახალგაზრდა მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებია. სოფელში ამ წუთებშიც ეპიდემიოლოგები მუშაობენ, დგინდება კონტაქტებიც.

მამაკაცი COVID-19-ის სიმპტომებით კარანტინში 12 აპრილს მოათავსეს, მას კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დაცვის თანაშრომელს პატრიარქთან და სასულიერო პირებთან შეხება არ ჰქონია.

თავად დაავადებული პირი ამბობს, რომ საპატრიარქოში ბოლოს ორი დღის წინ იყო.

მამაკაცმა არ იცის ვირუსი საიდან გადაედო.

დაინფიცირებული კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლედანაა.როგპრც რკვევა, ორი კვირის განმავლობაში სოფელში ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები