საზოგადოება

თუ რეგულაციებს არ დავიცავთ, მაისის დასაწყისში ათასეულობით შემთხვევა გვექნება - გამყრელიძე

15.04.20 10:00


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები დაწესებულ რეგულაციებს არ დაიცავენ მაისის დასაწყისში უკვე ათასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება.

"ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და მათ შორის ერთერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, რომლის მართვაც... რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული დახმარება, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგები, ამიტომ ყველაფერ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. გთხოვთ, დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო - დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ ქეიფები, ქორწილები, მწუხრის სუფრა, შევიკავოთ თავი კიდევ ბევრი სხვა ტრადიციული და რელიგიური თუ არარელიგიური ღონისძიებებისგან" - განაცხადა გამყრელიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები