ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი - საქართველო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოცულობის დახმარების მიმღები იქნება

15.04.20 11:30


საქართველო ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოცულობის დახმარების მიმღები ქვეყანა იქნება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს.

„მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი დონორების მიმართ. ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის კონსოლიდირება მოვახდინეთ, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გამოთქვა მზადყოფნა, გამოყოს დახმარება. ჯამში, საკმაოდ რეალურია საქართველომ, როგორც საბიუჯეტიო, ისე მიზნობრივი დახმარების სახით მიიღოს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, დონორების მხრიდან ასევე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფინანსო და კერძო სექტორთან და აქაც საუბარია, დაახლოებით, 1,5 მილიარდ დოლარამდე ფინანსური რესურსის მობილიზებაზე.

აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა მინისტრმა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები