საზოგადოება

"თუ ათეულებზე მეტი შემთხვევა არ იქნება, პრობლემას დავძლევთ"- მედიკოსები მოსახლეობას მიმართავენ

15.04.20 13:00


მედიკოსთა განცხადებით, მოსახლეობა თუ გამკაცრებულ ღონისძიებებს დაემორჩილებდა და ყველა წესს დაიცავს, კორონავირუსის შემთხვევები ათეულებზე მეტი არ იქნება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემაც უფრო ადვილად შეძლებს პრობლემასთან გამკლავებას.

„წინასწარ ნუ ვიტყვით, ათასები იქნება, თუ არა, ასეულებიც ნუ იქნება. ჩვენ რაღაც დარწმუნებული ვართ, რომ არსებული სიტუაციიდან და გამკაცრების ღონისძიებების ზუსტი შესრულების შემთხვევაში, ჩვენი სურვილია და ვიმედოვნებთ, რომ ათეულებზე მეტი ნუ იქნება. თუ ათეულებზე მეტი არ იქნება, ის რესურსები, რაც გვაქვს ჩვენ, ალბათ საკმარისი იქნება და პრობლემის დაძლევას შევძლებთ. ყველა ეტაპზე ერთი და იგივე რეკომენდაციაა, დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები