საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების გაფართოება და ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად

15.04.20 13:20


“​გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ვემზადებით”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს.

“დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა „კოვიდ 19-ით” ინფიცირებისა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა, ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რომლებიც ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და, ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად”, – განაცხადა ჩიქოვანმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები