საზოგადოება

1500-მდე დევნილი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს

15.04.20 13:40


დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1500-მდე დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 141 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სააგენტოში არსებულმა კომისიამ მარტისა და აპრილის თვეებში გამართულ სხდომებზე მიიღო.

ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.

კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამებოდა დააკმაყოფილა.

ამასთან, სააგენტოს მიერ ქირით უზრუნველყოფილ დევნილ ოჯახებს, რომლებიც დამატებით მოკვლევას საჭიროებდნენ, დაფინანსება ავტომატურ რეჟიმში გაუგრძელდებათ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები