ეკონომიკა

გიორგი გახარია: ხელმისაწვდომია, დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარი, არცერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს

15.04.20 14:40


საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, დონორებთან მუშაობის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკას სახელმწიფოს ნაწილში წლის ბოლომდე ექნება 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება. გახარიას თქმით, დონორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ იმავე ოდენობის რესურსი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს კომერციული საბანკო სექტორისთვისაც.

“წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია, დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი.

არცერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სავალუტო ფონდთან განახლებული გაფართოებული პროგრამა შეათანხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რაც კრიზისისას უნდა გადაგვედგა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები