საზოგადოება
15.04.20 15:20
კორონავირუსის გამო დაწესებული ფიზიკური დისტანცირების ზომების დაცვა შეიძლება 2022 წლამდე იყოს საჭირო, რადგანაც COVID-19 შეიძლება მომავალ წლებშიც გავრცელდეს. როგორც „გარდიანი“ წერს, შესაბამისი კვლევა მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, „ერთჯერადი“ კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმი პანდემიის კონტროლის ქვეშ მოქცევას ვერ მოახერხებს და დაავადების მეორე ტალღა უფრო დიდი იქნება, ვიდრე ახლანდელი, თუ პრევენციული ზომები გაუქმდა.
კვლევაში პროგნოზირებული კიდევ ერთი სცენარის თანახმად, კორონავირუსის მორიგი აღზევება შესაძლოა მოხდეს 2025 წელს, თუ არ შეიქმნა ვაქცინა ან მკურნალობის ეფექტიანი საშუალება.
„ინფექციები ვრცელდება, როცა არსებობს ორი ფაქტორი: დაავადებული ადამიანები და ადამიანები, ვისაც შეიძლება დაავადება გადაედოთ. სანამ არ არსებობს „ჯგუფური იმუნიტეტის“ ბევრად უფრო დიდი შემთხვევები, ვიდრე ჩვენთვის ახლაა ცნობილი, მოსახლეობის უმრავლესობა რჩება იმ ადამიანთა ჯგუფში, ვისაც შეიძლება დაავადება გადაედოს“, — აცხადებს მარკ ლიფსითჩი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემოლოგიის პროფესორი და კვლევის თანაავტორი „გარდიანთან“.
„პროგნოზი, რომ პანდემია [2020 წლის] ზაფხულში დასრულდება არაა შესაბამისობაში იმასთან, რაც ჩვენ ვიცით ინფექციების გავრცელებაზე“, — აღნიშნავს იგი.
მართალია, მსოფლიოში ამჟამად არსებულ შეზღუდვების შემდეგ გეგმებზე არ საუბრობენ, გარდიანი წერს, რომ ეს კვლევა „კიდევ უფრო ამყარებს სამეცნიერო კონსენსუსს, რომ ფიზიკური დისტანცირება შესაძლოა ბევრად უფრო დიდხანს იყოს საჭირო, რათა დაავადებულების რაოდენობა არ იყოს იმაზე მეტი, რამდენის მიღებაც ჯანდაცვის სისტემას უკიდურესი დატვირთვისას შეუძლია“.
გარდა ამისა, როგორც „გარდიანი“ იუწყება, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფმა საგანგებო სიტუაციების დროს (SAGE) მარტში მთავრობას გადასცა დოკუმენტები, სადაც ეწერა, რომ სამეფოს მოუწევდა ერთი წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა პრევენციული ზომები და ჰქონოდა ხან მკაცრი, ხან შედარებით მსუბუქი დისტანცირების რეჟიმი, რათა ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სისტემის ძალებს არ აღემატებოდეს.
თუმცა, ავტორების თქმით, ვაქცინამ, სამკურნალო პრეპარატმა ან ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების ზრდამ შეიძლება დისტანცირების საჭიროება შეამციროს, მაგრამ „ამ ყველაფრის გარეშე, ზედამხედველობა და დისტანცირება შესაძლოა 2022 წლამდე იყოს შესანარჩუნებელი“, — წერენ ავტორები.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24