საზოგადოება

ბერლინში ქართული ღვინოები ოქროს მედლებით დააჯილდოეს

30.08.16 19:50


კომპანია „გიუაანის“ ღვინოებმა — „მანავი“ (2015) და „საფერავი-კაბერნე“ (2015) ბერლინის ღვინის კონკურს Berliner Wein Trophy-ზე ოქროს მედლები მოიპოვა.

„გიუაანმა“ წელს ღვინის კონკურსზე უკვე მეცხრედ გაიმარჯვა. ბერლინის ღვინის კონკურსი მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OIV) და ენოლოგების საერთაშორისო კავშირის (UIOE) პატრონაჟით ჩატარდა. კონკურსში მთელი მსოფლიოდან 9,5 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა. ჟიურის შემადგენლობაში 150 ადამიანი იყო. ღვინის მარანი „გიუაანი“ კახეთში, სოფელ მანავში მდებარეობს. „გიუაანის“ ღვინის ისტორია სათავეს 1894 წლიდან იღებს.

Berliner Wein Trophy 1994 წლიდან იმართება. პირველ კონკურსზე სულ 180 ღვინის კომპანია მონაწილეობდა. ამჟამად ეს კონკურსი უმსხვილესი ღონისძიებაა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 3907


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები