საზოგადოება
15.04.20 16:20
ჟენევა, 2020 წლის 14 აპრილი: – Wizz Air ჰოლდინგმა, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, წარადგინა 2020 წლის ანგარიში 31 მარტის მდგომარეობით (F20). Wizz Air აცხადებს, რომ ამ პერიოდისთვის ელოდნენ დაახლოებით 350-355 მილიონი ევროს მოგებას.
თუმცა, წინა წლის მარტთან შედარებით Wizz Air-ის ტრაფიკი 34%-ით შემცირდა. კომპანია Covid 19-ის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ოპერაციების მხოლოდ 3% ახორციელებს.
ფინანსური ანგარიშგების წარმოების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, პანდემიის პირობების შედეგად, კომპანიის მოსალოდნელი კვარტალური დანაკარგი მარტი-მაისის თვეებში 70-80 მილიონი ევროა.
Wizz Air აღნიშნავს, რომ აქვს 1.5 მილიარდის ოდენობის ნაღდი ფულის ბალანსი, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ავიახაზების ინდუსტრიაში.
პანდემიის გამოცხადების შემდგომ Wizz Air-მა იმუშავა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა დაებრუნებინა მათი მოქალაქეები თავიანთ ქვეყნებში.
კომპანიამ ასევე შეასრულა რეისები ჩინეთის მიმართულებით, რათა მოემარაგებინა უნგრეთი აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით. ამ რეისების მსხვილი დამკვეთი თავად უნგრეთის მთავრობა იყო.
მოკლევადიან პერიოდში Wizz Air აგრძელებს ბაზრის საჭიროებებზე მორგებას. მსოფლიოში არსებული მდგომარეობის დარეგულირების შემდეგ კომპანია მოელის ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდას 15%-ით.
ასევე Wizz Air-ის განცხადებით, პროექტი Wizz Air Abu Dhabi პროგრესირებს პირველადი ვადების შესაბამისად.
კომპანია გეგმავს 2023 წლისთვის გამოითხოვოს ძველი გამოშვების თვითმფრინავები, რომელსაც უკვე გაუვიდა საიჯარო კონტრაქტის ვადები და ოპერირება სრულიად განახლებული საჰაერო ფლოტით გააგრძელოს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Wizz Air მოუწევს გადადგას რთული ნაბიჯი და დასაქმებულთა რაოდენობა 19%-ით შეამციროს.
შემცირებაში მოხვედრილი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაოს, როცა კომპანია მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო დირექტორთა საბჭოს და სხვა მაღალი რანგის თანამშრომლების ხელფასები შემცირდება 22%-ით, პილოტების, სალონის ეკიპაჟისა და ოფისის თანამშრომლების კი მხოლოდ 14%-ით.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24