საზოგადოება

თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა შეფერხებულია

15.04.20 16:40


თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა შეფერხებულია. იმ ადგილას, სადაც სპეციალური საგუშაგოა მოწყობილი, შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თბილისის შემოსასვლელში მოძრაობა უბრალოდ შენებულია, ვინაიდან დედაქალაქისკენ მომავალი ადამიანებისა და მანქანების შემოწმება ხდება.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს, 21:00 საათიდან 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გასვლა იკრძალება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები