საზოგადოება
15.04.20 17:40
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია და ორგანიზაცია ჩაერთო. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, თბილისის მერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, კომპანიებს - „მეტი დეველოპმენტი“, „ვორლდ ვიჟენ საქართველო“, „ევროპროდუქტი“, „კოკა-კოლა“, „სარაჯიშვილი“ აქციაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, შეგროვებული არამალფუჭებადი პროდუქტის დარიგება დედაქალაქის გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით ოპერატიულად ხორციელდება.
„ეს საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. მასში ჩართულია სრულიად ბიზნესსექტორი, ასევე რიგითი მოქალაქეები. მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც გროვდება ეს საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტი, მაშინვე გამგეობები, მოხალისეები მობილიზებულები არიან და ხდება მათი დარიგება იმ ოჯახებში, იმ ადამიანებისთვის ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დედაქალაქის მერიას აღნიშნული აქციის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქის მერიას დავეხმაროთ ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში. ჯამში, გადავეცით 600 ყუთი, ანუ ის პროდუქტები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს ადამიანებს. სულ გამოვყავით 1 000 ყუთი, საიდანაც 600 დედაქალაქის მერიას გადავეცით, ხოლო დანარჩენს გადავცემთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ჩვენს ყველაზე საპატივცემულო ადამიანებს, ვეტერან ფეხბურთელებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც აქვს გადაადგილების პრობლემა და რასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ცნობისთვის, მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24