საზოგადოება

მეუფე გერასიმე - რთულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ყოფნა, ეს ჩვენც გვესმის, ვისაც ექნება სურვილი ტაძარში მოვა

16.04.20 13:20


„ძალიან რთულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ყოფნა, ჩვენც გვესმის ეს, ვისაც ექნება სურვილი მოვა და იქნება ტაძარში“, - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის მისი მთავარი მოწოდება მრევლისადმი, მეუფე გერასიმე აცხადებს, რომ მთავარია „სულიერი სიხარულით შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“.

მისივე განცხდებით, ეკლესიებში დაცულია ყველა არსებული რეკომენდაცია.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არის გაჟღერებული ჯანდაცვის სამინისტროდან. ეს არის დისტანცია, პირბადეები, ხელთათმანი, დავაყენეთ ანტისეპტიკური ხსნარი, ადამიანი რომ შემოვა შეუძლია დაიბანოს ხელები ამ ხსნარით“, - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

რაც შეეხება იმას, ეპარქიის რომელ ტაძარში ჩატარდება ღამისთევის წირვა, მეუფეს თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამღვდელოება მიიღებს.

„გუშინ საღამოს გაკეთდა ეს განცხადება და ვერ მოვასწარით სამღვდელობის შეკრება, შეიკრიბება სამღვდელოება და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. მათივე გადაწყვეტილებით, მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდ ტაძრებში კი დაცული იქნება 2 მეტრიანი დისტანცია.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები