საზოგადოება
16.04.20 14:20
ქართულენოვანი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს შეატყობინებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან თუ ჰქონდათ კონტაქტი, უკვე ხელმისაწვდომია.
აპლიკაცია საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარუდგინა.
აპლიკაციის გადმოწერა IOS-ის მომხმარებლებს App Store-დან STOP COVID, ხოლო ანდროიდის მომხმარებლებს Google Play-დან NOVID20 სახელწოდებით შეუძლიათ.
სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გადმოწერის შემდეგ, აპლიკაციაში მომხმარებლების რეგისტრაცია საჭირო არაა, შესაბამისად, მას არ აქვს წვდომა პსერონალურ ინფორმაციაზე.
აპლიკაცია მომხმარებილის მოწყობილობას უნიკალურ ID-ს ანიჭებს და ბლუთუზისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით იმ მოწყობილობების უნიკალურ ID-ს იმახსოვრებს, რომლებმაც მის სიახლოვეს 10 წუთი ან მეტი დაჰყვეს:
“თქვენი Stop Covid აპლიკაცია ანონიმურად იმახსოვრებს სხვა მომხმარებლებთან კონტაქტის შემთხვევებს, თუ კონტაქტი ახლო დისტანციაზე გაგრძელდა გარკვეული დროით (10 წთ-ზე მეტ ხანს).
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაიშიფრება და შეინახება მხოლოდ თქვენს ტელეფონში” – ვკითხულობთ აპლიკაციის ინსტრუქციაში.
იმ შემთხვევაში კი თუ აპლიკაციის რომელიმე მომხმარებელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდება, კონფიდენციალურობის დაცვით, ამავე აპლიკაციაში უნდა მიუთითოს, რომ ინფიცირებულია რის შემდეგაც, ყველა სხვა მომხმარებელი, რომლებსაც მასთან 10 წუთით ან მეტი დროით ჰქონდათ კონტაქტი, შეტყობინებას მიიღებს:
“თუ პირს, რომელთანაც კონტაქტი გქონდათ ბოლო 5 დღის განმავლობაში, დაუფიქსირდება COVID-19-ის ინფექცია, თქვენ ამის შესახებ გეცნობებათ აპლიკაციის საშუალებით. ამის შემდეგ, თქვენ სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის ორგანოებს.
თუ თქვენ თავად დაინფიცირდებით COVID-19-ით, აპლიკაციის მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „ინფექციის შეტყობინება“. ბოლო 5 დღის განმავლობაში თქვენი ანონიმური კონტაქტების შესახებ ინფორმაციის ჯანდაცვის სამინისტროსთვის მისაწოდებლად მიყევით ინსტრუქციას.
აღნიშნული პროცესის დროს, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გინდათ თუ არა გააზიაროთ ინფორმაცია იმ ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც მოხდა კონტაქტი. გადამოწმების შემდეგ, სამინისტრო, აპლიკაციის დახმარებით, შეტყობინებას გაუგზავნის აღნიშნულ პირებს. ამ გზით, თქვენ აქტიური წვლილი შეგაქვთ კორონავირუსის ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტაში” – აღნიშნულია ინსტრუქციაში.
აპლიკაცია ქართულ მხარეს ავსტრიულმა კომპანიებმა დაუმზადეს.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24