საზოგადოება

5, 8, 10 ათასს პაციენტს ვერ მოვუვლით იცოდეთ და გვექნება ბევრი მსხვერპლი - გამყრელიძის მიმართვა

16.04.20 14:40


თუ კორონავირუსის შემთხვევები 5, 8, 10 ათასი გახდა, ჯანდაცვის სისტემა მას ვერ გაუმკლავდება - შესაბამის პროგნოზს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელი, ამირან გამყრელიძე აკეთებს.

გამყრელიძე ამბობს, რომ თუ ამჟამინდელი ტემპებით წავალთ მაისის დასაწყისში კორონავირუსის 2 500-მდე შემთხვევა გვექნება.

"2 ათასს მოუვლის ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ხუთი ათასს, რვა ათასს, ათი ათასს ვერ მოუვლის. იანგარიშეთ, 30 პროცენტი იქნება სარეანიმაციო. ვერ მოვუვლით იცოდეთ და გვექნება ბევრი მსხვერპლი", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე კიდევ ერთხელ სთხოვს მოსახლეობას მომავალი კვირების განმავლობაში სახლში დარჩნენ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები