საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველას, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, პატივი უნდა სცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას

30.08.16 20:20


არც მე, არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ აქვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრამ დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია “იანდექსის” საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება აღნიშნული კომპანიის მიერ „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის“ დარღვევის საკითხზე, ქუმსიშვილი ეჭვობს, რომ ეს კანონი შესაძლოა, ირღვეოდეს.

„მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ – მეც მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ირღვეოდეს ეს კანონი. მე მქონდა საუბარი ჩემს გუნდთან, ისინი ამ მიმართულებას სწავლობენ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, თუ ეს დარღვევა არსებობს, ვინ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ერთმნიშვნელოვნად, კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. არც მე, არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ აქვს. ეს კომპანია, რამდენადაც მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას“,- განაცხადა ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, პატივი უნდა სცეს ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები