ეკონომიკა

ფულადი გზავნილები $12.5 მილიონით შემცირდა მარტში

20.04.20 13:00


საქართველოს ეროვნული ბანკის ინფრომაციით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2020 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილები 9%-ით შემცირდა (12.5 მილიონი აშშ დოლარით) და თითქმის 126 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

აქედან 41%, დაახლოებით 51 მლნ აშშ დოლარი, ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად – 18%-ით – შემცირდა ფულადი გზავნილები საფრანგეთიდან და ესპანეთიდან. მარტში საფრანგეთიდან 1.67 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ესპანეთიდან 3.15 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ფულად გზავნილებში კვლავაც პირველი ადგილი იტალიას უკავია, საიდანაც მარტში საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ 17.31 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 8.66%-ით ნაკლებია 2019 წლის მარტის მაჩვენებელზე. შემდეგ მოდის საბერძნეთი 16.24 მლნ აშშ დოლარით.

საბერძნეთიდან მარტში ფულადი გზავნილები თითქმის 2%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რუსეთს, საქართველოში რუსეთიდან გასულ თვეს დაახლოებით 25 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 28.32%-ით ნაკლებია 2019 წლის მარტზე.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები