ეკონომიკა

ნავთობის ფასი 14$-მდე დაეცა, რაც 1999 წლის შემდეგ არ მომხდარა

20.04.20 15:20


20 აპრილს, Covid-19-ს პანდემიისა და მსოფლიოს ქვეყნების ჩაკეტვის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 14 აშშ დოლარს ჩამოსცდა.

ეს ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია. Forbes-ის თანახმად, შესაძლოა, რომ უახლოეს პერიოდში ფასი $10-მდეც კი დაეცეს.

როგორც CNBC წერს, ნავთობზე მოთხოვნის შემცირების ფონზე, აშშ-ში ნავთობის რეზერვები იზრდება, რაც ფასის კლებას განაპირობებს. 2019 წელს ერთი ბარელი ნავთობის საშუალო ფასი $64 იყო, 2018 წელს კი $71.

2020 წლის მარტიდან, — პანდემიის გავრცელების პარალელურად, — რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, რომლებიც ნავთობის ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები არიან — „ნავთობის ფასების ომი“ მიმდინარეობს.

ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც რუსეთმა და ოპეკმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე.

რუსეთმა უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა ოპეკის მოთხოვნა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. ოპეკის ქვეყნებს სურდათ, ასე დახმარებოდნენ სანავთობო ბაზარს, რომელსაც კორონავირუსის გამო ბოლო დროს პრობლემები შეექმნა.

ამასთან ერთად, საუდის არაბეთმა კიდევ ერთი ზომა მიიღო და განაცხადა აპრილში თავისი ნავთობის ფასს ბარელზე 6-8 აშშ დოლარს დააკლებს.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზანი ბაზარზე თავისი წილის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლაა.

ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად გაუფასურდა რუსული რუბლიც.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები