ეკონომიკა

რუსეთში ღვინის ექსპორტი 19%-ით შემცირდა.

21.04.20 12:00


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა I კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 2.7%-ით $2.774 მლრდ-მდე შემცირდა.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

იანვარ-მარტში ექსპორტი 5.9%-ით $778 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა ცალკეული მიმართულებებით ზრდაც შეინიშნებოდა. გასული წლის მსგავსად საექსპორტო ჩამონათვალში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომლის რეალიზაციაც 17.4%-ით $159 მლნ-მდე გაიზარდა. 27%-იანი ზრდის შემდეგ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობამ $128 მლნ შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი კი 39%-ით $58 მლნ-მდე შემცირდა.

ბოლო წლების განმავლობაში პირველად ღვინის ექსპორტი 9.6%-ით შემცირდა. ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე - რუსეთში, რომლის წილის 2/3-ს აღემატებოდა კლებამ 19% შეადგინა და $32.5 მლნ-დან $26.4 მლნ-მდე შემცირდა. 3 თვეში რუსეთში ჯამური ექსპორტი 32%-ით შემცირდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები