საზოგადოება

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ გამოცხადდა

31.08.16 17:25


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, დღეიდან 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება, ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 17 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული ქვედანაყოფი კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. დღეს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია კოსოვოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და ქართველი მშვიდობისმყოფელის დღის დაწესებას მიულოცავს.

სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირველი ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოების ცერემონიაც.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები