მსოფლიო

სომხეთი გენოციდის 105-ე წლისთავს ვირტუალურად აღნიშნავს

23.04.20 17:40


“წელს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მოქალაქეთა ტრდიციული მსვლელობა ვირტუალურ სივრცეში გაიმართება”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

“მოქალაქეები ფიზიკურად ვერ ავლენ წიწერნაკაბერდზე [მემორიალი ერევნის ბორცვზე], თუმცა შეძლებენ საკუთარი სახელების გაგზავნას ნომერზე 1915 და ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, რომლის დროსაც მათი სახელები სომეხთა გენოციდის ხსოვნის მემორიალის კედლებზე პროექტორით გაეშვება”, – განმარტავს პრემიერი.

ფაშინიანის თქმით, მსვლელობა პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში, ასევე, მოქალაქეებს ურჩევენ, დღეს, 21:00 საათიდან სახლებში სინათლე გამორთონ და განათებული ტელეფონის ეკრანებით ფანჯრებთან დადგნენ, რათა სიმბოლურად, “მარადიულ ცეცხლთან” დგომის იმიტაცია შექმნან.

24 აპრილს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალურ იმპერიაში 1915-1918 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ. სომეხთა გენოციდი არაერთ ქვეყანას აქვს აღიარებული ოფიციალურად.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები