მსოფლიო

Wizz Air-ი ფრენებს იწყებს

28.04.20 17:40


უნგრეთის საბიუჯეტო ავიაკომპანია – Wizz Air-ი 1-ელი მაისიდან ვენის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.

ამის შესახებ Spiegel Online-ი წერს.

აღინიშნება, რომ პირველი რეისები შესრულდება დორტმუნდში, ეინდჰოვენში, სალონიკში, ლისაბონსა და ოსლოში. თვის განმავლობაში სია გაფართოვდება რომით, მილანით, ტენერიფეთი და ვალენსიით.

ამასთან, მიმართულებების ჩამონათვალი შესაძლოა დაკორექტირდეს ქვეყნებში მგზავრობების შეზღუდვასთან შესაბამისად.

ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ბორტები ყოველ ღამით დეზინფიცირდება, პერსონალმა დაინფიცირებულ მგზავრებთან მუშაობისა და მათი გამოვლენის ტრეინინგი გაიარა.

ბორტზე რეგისტრაციისა და ასვლის დროს დისტანციის შესანარჩუნებლად საჭირო ზომები იქნება მიღებული.

დღეს,ლ გახდა ცნობილი, რომ ავსტრიის მთავრობამ 1-ელი მაისიდან ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა მოხსნა.

ასევე, გახდა ცნობილი, რომ მოლდოვა და ლიეტუვა 15 მაისიდან ავიამიმოსვლას განაახლებენ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები