ეკონომიკა

საქართველოში იანვარ-მარტში 2 285 სამშენებლო ნებრთვა გაიცა

30.04.20 13:40


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 285 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,4 %-ით მეტი) 1537,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,6 პროცენტით მეტი).

ნებართვების 78,3% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 54,9% თბილისზე, 10% - ქვემო ქართლზე, 6,7% - აჭარის ა.რ.-ისა და იმერეთის რეგიონზე.

2020 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე.

კერძოდ, 29,5% თბილისზე, 12,6% - კახეთზე, 12,2% - იმერეთზე, ხოლო 11,8% - ქვემო ქართლის რეგიონზე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები