საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი საყურადღებოა, 1 რეანიმაციაში გადის მკურნალობას - უახლესი ინფორმაცია ბოჭორიშვილის კლინიკიდან

01.05.20 12:00


ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 63 ადამიანია მოთავსებული.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, პაციენების მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი.

კლინიკას 4 ახალი კოვიდინფიცირებული დაემატა და 4-ვე პირის კლასტერი ცნობილია.

"ბოჭორიშვილის კლინიკაში არის 63 კოვიდინფიცირებული. სულ ბოქსირებულ განყოფილებაში 74 ადამიანი გადის მკურნალობას. დაემატა 4 ახალი პაციენტი და 2 გამოჯანმრთელებული გვყავს. 18 წლამდე ასაკის პაციენტი 12 გვყავს. 13 პაციენტი არის საყურადღებოა და ერთი მძიმე. ახალი დამატებულები არიან გორიდან - დედა-შვილი. მეორე დედა-შვილის ოჯახის წევრები ჩვენთან მკურნალობდნენ, ცნობილი კლასტერია. მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, მას არ აქვს არც ჭარბი წონა და არც დატვირთული ანამნეზი, ასაკობრივად არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილია რეანიმაციაში", - განაცხადა სოლოღაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები