ეკონომიკა

მარტში სურსათი 13.9%-ით გაძვირდა

01.05.20 12:40


ინფლაციამ 2020 წლის დასაწყისიდან კლება დაიწყო. წლიურმა ინფლაციამ იანვარსა და თებერვალში 6.4 პროცენტი შეადგინა. მარტში წლიური ინფლაცია 6.1 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით გაიზარდა.

მარტში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე კარტოფილის გაძვირებამ იქონია. კარტოფილი 22.5 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილმა თვის ინფლაციაში 0.2 პპ შეადგინა. მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად 2.6 პროცენტით გაიაფდა ბენზინი (0.1 პპ მთლიან ინფლაციაში) და 18.6 პროცენტით თვითმფრინავით მგზავრობა (0.1 პპ ინფლაციაში).

წლიურ გამოხატულებაში, სურსათის ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება და მარტში 13.9 პროცენტს შეადგენდა (4.1 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი მთლიან ინფლაციაში). სურსათიდან იმერული ყველის, ძროხის ხორცის, კარტოფილის და ვაშლის გაძვირებაა გამოსარჩევი. ამ პროდუქტების ჯამური წვლილი ინფლაციაში 1.7 პპ-ს უტოლდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, წინა წელთან შედარებით სიგარეტზე თითქმის 10 პროცენტიანი ფასების ზრდა (წვლილი ინფლაციაში 0.3 პპ).

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მარტში 3.3 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები