საზოგადოება
01.05.20 15:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაცია მართავს.
პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად დაგეგმილი პროგრამების შესახებ. ყურადღება გამახვილდება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ პროგნოზებსა და შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზებსა და შესაძლებლობებზე. მათ შორის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით მთავრობის მიერ დაფინანსებულ სტიმულირების პროგრამებზე.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების განახლებულ ფორმატს, რომელიც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებზე საგადასახადო შეღავათის დაწესება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის, საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირება, ყველა იურიდიული პირისთვის სესხის რესტრუქტურიზების შესაძლებლობა, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების განახლებული ფორმატით განხორციელება, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება და სხვ.
უწყების ცნობით, დაგეგმილია სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსების ერთი წლით გახანგრძლივება, ასევე თანადაფინანსების პროცენტის გაზრდა სამი პროცენტით. აღნიშნულ კომპონენტში ლიმიტი 150 000 ლარიდან 50 000 ლარამდე დაიწევს, საქმიანობის სახეობები კი 104-დან 211-მდე გაიზრდება, რაც 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს აღნიშნული კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
ამასთან, სამინისტროს ინოფრმაციით, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის განახლებული ფორმატის შეთავაზება კრიზისის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მის მიმღებ ასობით ბიზნესსუბიექტს მათ წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევის უფრო მარტივად გამკლავების შესაძლებლობას მისცემს.
პრეზენტაციაზე ასევე განხილული იქნება სამინისტროს ხედვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის შესახებ.
პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24