საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

04.05.20 10:15


საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 3 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 9 შემთხვევაა დადასტურებული. 14:55 საათისთვის ვირუსით ინფიცირების 589 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 221 პირი.

გარდაცვლილი 60 წლამდე ქალია და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა “მთავარ არხს” უთხრა ის კლინიკაში დაახლოებით 3 კვირის წინ შეიყვანეს:

“კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტში მწვავე პნევმონია და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა განვითარდა.”




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები