საზოგადოება

შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის თბილისში - სავარაუდოდ მოკლულია ერთი ახალგაზრდა

04.05.20 17:40


თბილისში, ორთაჭალის ხიდებთან პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ორმხრივი სროლა იყო.

თვითმხილველთა თქმით, სროლის შედეგად გარდაცვლილია ერთი ბიჭი.

მოქალაქეთა განცხადებით, პოლიციამ ჯიპის მარკის ავტომობილის გაჩერება სცადა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ჰაერში გაისროლა.

თვითმხილველთა განცხადებითვე, ჯიპის მარკის ავტომობილში 4 პირი იჯდა და მათ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს.

საპასუხო სროლის შემდეგ კი სავარაუდოდ ერთი მამაკაცი მოკლა პოლიციამ.

"ნიუპოსტი" დეტალებს შსს სამინისტროში არკვევს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები