ეკონომიკა

ლარი გაუფასურდა

04.05.20 18:00


4 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2095 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1923 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.72 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5109 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5048 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4575 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.9859 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 მაისიდან შევა ძალაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები