საზოგადოება

"ვეღარც კომენდატი უშველით, ვერც საგაგებო"- მოვაჭრეები "დამშეული ხალხის" აქციებით იმუქრებიან

05.05.20 13:20


თბილისში, ნავთლუღის ბაზარში მისულმა მოვაჭრეებმა მუშაობა ვერ განაახლეს, რადგან ბაზარი დაკეტილია. ფაქტმა მათი გაღიზიანება გამოიწვია.

მოვაჭრეების თქმით, ბაზრის ადმინისტრაცია ახალი რეგულაციებისა და სოლიდური ჯარიმის შიშით ბაზრის გახსნას არ აპირებს.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"იმ ზომამდე მიგვიყვანენ, ამ დამშეულ ხალხს, რომ ქუჩაში გამოგიყვანენ, აღარც კომენდანტის საათი უშველით და არც საგანგებო მდგომარეობა"- აცხადებენ მოვაჭრეები.

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ბაზარში ზედამხედველობის სამსახური შევიდა და კონკრეტული მოთხოვნები წარადგინეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები