ეკონომიკა

ლარი გამყარდა

05.05.20 17:20


5 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1998 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2095 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.97 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4702 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5109 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.07 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4522 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.9857 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 მაისიდან შევა ძალაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები