საზოგადოება

გვყავს უსიმპტომო პაციენტები, მათი კონტაქტები გამოკვლეულია – ტიკარაძე

05.05.20 17:40


ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანებთან კორონავისური ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდა, ასეთი მოქალაქეების კონტაქტები კი გამოკვლეულია. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანაილი ინფექცია, რომლებსაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთია რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთებიც, რომლებზე მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს. ისინი სტაციონარში არ წოლილან”, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში 5 მაისის 16:40 საათის მონაცემებით ამ დრომდე ახალი კორონავირუსით სულ 604 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 240 და გარდაიცვალა 9 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 497.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები