საზოგადოება

საქართველოში 10560 მოქალაქე დაბრუნდა

11.05.20 11:00


საქართველოში 10560 მოქალაქე დაბრუნდა, აქედან საჰაერო გზით 6034, სახმელეთო გზით 4203, საზღვაო გზით კი, 323. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ს გავრცელების ფონზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები 24/7 რეჟიმში დახმარებას უწევენ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს - საკვებით, განთავსებით, მედიკამენტებით, ტრანსპორტით, საცხოვრებლით, ასევე საჭირო რეკომენდაციებით, ონ-ლაინ სამედიცინო კონსულტაციებით, გადაუდებელი მომსახურებით", - აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 19,879 საქართველოს მოქალაქეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები