საზოგადოება

ქვრივიშვილი: ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში ჩვეულ ფორმას უნდა დაუბრუნდეს

11.05.20 17:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის და სექტორის დახმარების პაკეტზე ისაუბრა.

"სანამ მესამე ეტაპის დახმარების პაკეტს წარმოვადგენდით ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელთან გვქონდა პირდაპირი დიალოგი, ესენი იყვნენ: მცირე, საშულო, დიდი ზომის სასტუმროები, გიდები, ტურისტული კომპანიები და კვების ობიექტები. პირველრიგში მათგან მოვისმინეთ თუ რა მდგომარეობა აქვთ და რა სჭირდებათ, რომ გააგრძელონ ოპერირება და შეინარჩუნონ ის დასაქმების ადგილები რომლებსაც წლის განმავლობაში ქმნიდნენ. მათი უკუკავშირი იყო ჩვენთვის ის ბაზა რის მიხედვითაც ავაწყვეთ დახმარების პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო გასულ კვირას. ის ბოლომდე პასუხობს ჩვენი კერძო სექტორის თხოვნებს და იმ უკუკავშირს რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს არის პრაქტიკა როგორც მუშაობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო მუდმივად. ყველაფერი ის რაც კეთდება რა თქმა უნდა კერძო სექტორის გაძლიერებისთვისაა, რომ არ დაიკარგოს დასაქმების ადგილები",-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები