საზოგადოება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა

12.05.20 13:00


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ღვანკითის გამგებელმა ტარიელ კუბლაშვილმა განუცხადა, სოფლის შესასვლელთან ბლოკ-პოსტი კვლავაც დარჩება და მოქალაქეებს სოფელში შესვლისა და გამოსვლისას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილს 06:00 საათიდან ჩაიკეტა.

მოწყობილი იყო 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდებოდა და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდა. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო გატარდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები