საზოგადოება

სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება

01.09.16 18:20


ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი რეგიონიდან იუწყება, 08:00 საათისთვის ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადავიდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, დატბორვის გამო გზაზე შეფერხება ერთი საათის განმავლობაში იყო, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მოძრაობაც აღდგენილია.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

ძლიერმა წვიმამ ბათუმში, ჭაობის დასახლების რამდენიმე უბანიც დატბორა.

ბათუმში დილიდან წვიმს. დღის მეორე ნახევრამდე ნალექის კიდევ უფრო მატებაა ნავარაუდევი.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები