საზოგადოება

სართიჭალაში მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

13.05.20 11:45


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფორუსთავი“.

შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ადგილზევე დაიღუპნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მინდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები