ეკონომიკა

აპრილში ექსპორტი 28%-ით და იმპორტი 39%-ით შემცირდა

13.05.20 12:20


საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-აპრილში $3.644 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით ნაკლებია. ოთხ თვეში ექსპორტი 11.9%-ით $1.001 მლრდ-მდე შემცირდა, იმპორტი კი 11.8%-ით $2.462 მლრდ-მდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ბრუნვის 42.2% - $1.461 მლრდ შეადგინა შეადგინაინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა იანვარ-თებერვალში იზრდებოდა მარტსა და აპრილში კი მკვეთრად შემცირდა, რამაც წინა თვეების ზრდა გადაწონა. განსაკუთრებული ვარდნა აპრილში დაფიქსირდა.

აპრილში ექსპორტი 28%-ით $310 მლნ-დან $223 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 39%-ით $745 მლნ-დან $458 მლნ-მდე.

საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 მაისს გამოაქვეყნებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები