საზოგადოება

გამყრელიძე სწრაფ ტესტებზე: Covid-19-ის დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდებული

13.05.20 16:00


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის დასადგენ ე.წ. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდინფექციის დასადგენად სწრაფი ტესტების დიაგნოსტიკისთვის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

"დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, მსოფლიოში არცერთი სწრაფი ტესტი არ ითვლება და არ შედის არცერთ დიაგნოსტიკურ პროტოკოლში როგორც დამადასტურებელი ტესტები. ისინი არ გამოიყენება კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკისთვის. ეს არის დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენება ე.წ. მასობრივი კვლევების დროს და იქ რადგან მათი სპეციფიურობა და მგრძნობელობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ტიპის ტესტების. ამიტომ მათ დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ. ნებისმიერი სწრაფი ტესტით მიღებული შედეგი დადებითი, საჭიროებას გადამოწმებას და დადასტურებას "პისიარ" ტექნოლოგიით. ხაზს ვუსვამ, სწრაფი ტესტების გამოყენება ამ დაავადების დიაგნოსტიკისთვის არ არის რეკომენდირებული", - აღნიშნა გამყრელიძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები