ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი VIII თავი II

01.09.16 19:10


კრწანისის წმ. ღვთისმშობლის ეკლესია.
„შუა საუკუნეების ძეგლი ახლად აშენდა 1778, 1861“, ასეა განმარტებული რუკა-ცნობარში.

პ.მურადიანს მოაქვს 1436 წლის ჰუშტარაკანი (ანდერძ-მინაწერი) რის მიხედვით იგი ცდილობს კრწანისში ამ დროს სომხური ეკლესიის არსებობა დაამტკიცოს. „СИЯ (книга) написала в лето армянское 885 (1436)б и в стране Грузинскей в близжащей столице Тихик, древне Крцаниси, под сенью соборной церкви св. Богородицы...“ (დასახ. ნაშრ. გვ. 104). ამავე ჰიშტარაკანის ქართული თარგმანი და კომენტარი ეკუთვნის ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს ალ. აბდალაძეს - „დაიწერა ესე (წიგნი) სომეხთა წელთაღრიცხვის „პძე“-ს (1436) საქართველოში, დედაქალაქ თფილისთან ახლომდებარე სოფელ კრწანისში, კათოლიკე წმ. ღვთისმშობლის და ყველა სხვა წმ. ეკლესიათა მფარველობით“ (სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ XIV - XV ს.ს., 1978, გვ. 49).

პ.მურადიანის თარგმანით გამოდის, ვინმე ჰოვჰანესს დაუწერია წიგნი „...древне Крцаниси, под сенью соборной церкви св. Богородицы...“ ქართული თარგმანით კი „... სოფელ კრწანისში კათოლიკე წმ. ღვთისმშობლისა და ყველა სხვა წმ. ეკლესიათა მფარველობით“, ე.ი. პ.მურადიანის თარგმანის მიხედვით წიგნი დაწერილია კრწანისის კათოლიკე ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებში. ალ. აბდალაძის მისაღები თარგმანით კი წიგნი დაწერილია კრწანისში, მაგრამ „წმ. ღვთისმშობლის და ყველა სხვა წმ. ეკლესიათა მფარველობით“ და არა „ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებში“. არ შეიძლება არ ითქვას პ.მურადიანის კვლევის მეთოდის ერთ ნაკლზე. იგი რატომღაც დუმილით უვლის გვერდს კრწანისის ეკლესიის შესახებ პლ. იოსელიანის მნიშვნელოვან ცნობას: „Церковь во имя Божией матери на горах Крцаниских с остатками древних зданий существовали и фруктовыми садами издревле принесена в дар Слонскому храму царями грузинскими. Тифлиские митрополиты заведовали церковью и всеми, которые принадлежали большей частью церковным крестьянам. С разрушением деревни от нашествия диких сынов Дагестана, пострадала и церковь, но существовала она до царя Теимураза II (1744-1762). Ею владеют ныне армяне считающие к ней величие благословение. Здесь долго лежало тело царя Теимураз I сына мученицы Кетеван умершего в Асмрабаде (1663). („Описание древностей города Тифлиса“ 1866 ст.261).“

ეს ცნობა პ.მურადიანს არ მოაქვს და, ბუნებრივია, არც არავითარ კომენტარს აძლევს მას. არადა, იგი პლ.იოსელიანის მეცნიერულ მემკვიდრეობას მშვენივრად იცნობს. ეს ჩანს თუნდაც მის 1985 წლის მონოგრაფიიდან (Армянская епиграфика грузии ( Картли и Кахети)1985“, გვ. 9). ასე, რომ გამორიცხულია პლ.იოსელიანის ამ ცნობას კრწანისის შესახებ არ იცნობდეს პ.მურადიანი, მაგრამ გვერდს უვლის. თუმცა არ გააჩნია საფუძველი პლ.იოსელიანის ამ ცნობაში ეჭვის შეტანისა. კრწანისი და მისი შემოსავალი ქართული საკათალიკოსოს (სიონის) საკუთრება, რომ იყო, ამას საბუთი თვით პ.მურადიანს მოაქვს. მიუხედავად ლეკების მუდმივი თავდასხმებისა, კრწანისის ეკლესიას თეიმურაზ II-ის მეფობამდე (1744-1762) უარსებია, ეს ცნობა ეწინააღმდეგება პ.მურადიანის ვარაუდს, მაგრამ თეიმურაზ პირველის ნეშტის (1663) კრწანისის ეკლესიაში დიდი ხნით დასვენების ფაქტი მოწმობს კრწანისის ეკლესია მოქმედებდა, თორემ ქართველი მეფის ცხედარს იქ არ დაასვენებდნენ. მეორეც, კრწანისის ეკლესია რომ ქართული მართლმადიდებლური არ ყოფილიყო, ქართველ მეფეს სომხურ გრიგორიანულ ეკლესიაში დასვენებას არავინ აკადრებდა. უბრალოდ, ამის საჭიროება არ იყო. თბილისში საამისოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რამენაირად გამოინახებოდა.

თუ რა გზით ჩაიგდეს ხელში სომხებმა ეს ეკლესია ამის დადგენა ჯერჯერობით ვერ შევძელი, მაგრამ ერთი კი ნათელია, კრწანისის ეკლესია ქართული მართლმადიდებლურია და ამაში ეჭვის შეტანა ფაქტებზე ძალდატანებაა და მეტი არაფერი.

ამრიგად, ქართული თარგმანით კი „ სოფელ კრწანისში კათოლიკე წმ. ღვთისმშობლისა და ყველა სხვა წმ. ეკლესიათა „მფარველობით“.

ალ. აბდალაძის ქართული თარგმანით - წიგნი ჰოვანეს ბეგის დაუწერია „წმ. ღვთისმშობლის“ და სხვა წმ. ეკლესიათა „ მფარველობით“ და არა „ღვთისმშობლის ეკლესიის“ კედლებში.

ჰიშატაკარიანი შევუდარე თარგმნებს და ალ. აბდალაძის თარგმანი ზუსტად ასახავს დედნის შინაარსს.

პ. მურადიანს „უნებლიე“ შეცდომა მოუვიდა იმიტომაც, რომ თბილისში სომხური ეკლესიების რიცხვი გაეზარდა.

ეპ. მირზახანიანის სიაში არ არის, მაგრამ უპრიანი იქნება ვამხილოთ ს. კარაპეტიანი, რომელიც ცდილობს თბილისის დედაციხის-ნარიყალას ეზოში სომხური ეკლესია აღმოაჩინოს.

ნარიყალას ციხის ეზოში არავითარი სომხური სასაფლაო , ხაჩქარი და მით უმეტეს სომხური ეკლესია არ ყოფილა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მოზრდილი ქართული ეკლესიის ნაშთი, რომელიც ,,რუსთაველის ხანით ‘’ არის დათარიღებული.

თბილისის აღწერისას ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს : ,, ზედა ციხეში“ დგას. ,,ეკლესია გუმბათიანი წმინდისა ნიკოლოზისა’’.

ირ.ელიზბარაშვილსა და დ. თუმანიშვილს მართებულად მიაჩნიათ არქეოლოგიური გათხრის შედეგად აღმოჩენილი შენობის ნაშთი, ვახუშტის დროის ძეგლი [ XVIII ს-ში] დაუზიანებელი ჩანს. დღეს იგი არამარტო დანგრეულია, არამედ განზრახ შერყვნის კვალი ატყვია. პლ.იოსელიანს ცნობით, აღა-მაჰმად ხანს ნარიყალას ციხე არ აუღია. ვარაუდობენ, ეკლესია ვახტანგ VI -ის რუსეთის გამგზავრებისა და ერეკლე II მიერ თბილისის მაჰმადიანებისაგან განთავისუფლებას შორის, ე.ი. 1724-1748 წლებში განადგურდა.

თბილისის დედა-ციხის გუმბათიანი ტაძარი არქიტექტორული თვალსაზრისით - ,,თავის დროის დამახასიათებელი ნაწარმოებია და მისი სახით ისტორიული ძეგლებით არც თუ ისე მდიდარ თბილისს, უდაოდ თვალსაჩინო ძეგლი შეემატა.

განსაკუთრებით საყურადღებოა მისი და მეტეხის ტაძრის დაახლოებით ერთდროული და ერთი სკოლის ოსტატების მიერ აშენება... ფარდობებზე შეფენილი უბნების თავზე ამაყად ამართული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია შუა საუკუნეების თბილისში ერთ-ერთი უმთვარესი ხუროთმოძღვრული დომინანტი იქნებოდა.

მტკვრის საპირისპირო ნაპირზე მას პასუხობდა ისნის ციხის ზღუდიდან ამოზრდილი მეტეხთა ღვთისმშობლის ტაძარი და ეს ორი მძლავრის ვერტიკალი მეტეხის ხიდთან ერთად მდინარის დინების პერპენდიკულარულ ღერძს ქმნიდა, ხოლო აქეთ- იქედან მათ ეხმიანებოდნენ ფეოდალური ქალაქის ქუჩა-მოედნებზე მახვილებივით დასმული ეკლესიების გუმბათები’’.

ამდენად ს.კარაპეტიანის სამწუხაროდ, თბილისის დედა-ციხის ეზოში არავითარი სომხური ეკლესია არ იყო. ეს მისი უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფია.

წაკითხულია : 703


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები