საზოგადოება

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი ბოლნისში - სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

15.05.20 10:45


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი გუშინ საღამოს კორონავირუსის დაფიქსირებული რვა ახალი შემთხვევა გახდა.

13 მაისს ლაბორატორიაში გადაგზავნილი 131 საკვლევი მასალიდან 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 8 სოფელ გეტაში, 9 - სოფელ მუშევანში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 139 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 49 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები