საზოგადოება

მარინა ეზუგბაია: თვითშეზღუდვები დავიწესოთ

15.05.20 11:15


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დორექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, მიუხედავად ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა, თვითშეზღუდვები მაინც დაიწესონ.

"მიღებული უნარ-ჩვევები, როგორც უნდა გვეცხოვრა ჩვენ შეზღუდვების პერიოდში - თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ჩვენს თვითშეზღუდვებზეა დამოკიდებული შემდგომში ამ დაავადების გავრცელება ჩვენს ქვეყანაში. "დარჩი სახლში" - ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ სახლში თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 671 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 393 გამოჯანმრთელდა, 12 გარდაცვლილია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები