საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციური საავადმყოფოს საკითხი აუცილებლად გადაწყდება

15.05.20 11:30


საზოგადოებისთვის ცნობილია სახელმწიფო ჰოსპიტალების მიმართ ჩემი დამოკიდებულება და ინფექციური საავადმყოფოს საკითხი აუცილებლად გადაწყდება, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„საზოგადოებისთვის ცნობილია სახელმწიფო ჰოსპიტალების, მათი მოცულობებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართ ჩემი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ინფექციურის საკითხი აუცილებლად გადაწყდება. თუ როგორ გადაწყდება, ამას საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა ძალაში ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე „ინოვაციების ცენტრის“ ახალაშენებული შენობის გადაცემა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის და რაზე შეჯერდა საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის კონკრეტულ შენობაზე, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებისგან თავს შეიკავებს, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს საჯარო გახდება.

შეკითხვაზე, გადაწყდება თუ არა ეს საკითხი დადებითად წლის ბოლომდე, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორთან, თენგიზ ცერცვაძესთან ერთად მოგვიანებით გააკეთებს.

„ამის შესახებ განცხადებას მე და ბატონი თენგიზი გავაკეთებთ ერთად, ცოტა მოგვიანებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები