ეკონომიკა

ნაფეტვრებამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

15.05.20 14:00


მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ღირებულება 13 მლნ ლარია.

სამუშაოები, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

სამუშაოების ფარგლებში გზის 20 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა წყალამრიდი მილები, გაბიონები, საყრდენი კედლები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და ფოლადის თვალამრიდები.

ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს გრუნტის გზაზე, მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით გართულებული იყო წვიმის დროს, სანიაღვრეების არ არსებობის გამო.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ. პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები