საზოგადოება

სავაჭრო მოლები 3 კვირაში გაიხსნება

15.05.20 14:40


ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარატამენტი კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ.

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დიდი მოლების წარმომადგენლებთან სავაჭრო ცენტრების გახსნასთან დაკავშირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრას თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, სითი მოლის და გალერია თბილისის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ რეგულაციებში დარგის სპეციფიკა გათვალისწინებულია და სავაჭრო ცენტრებში ახალი უსაფრთხოების სტანდარების დანერგვისთვის რამდენიმე დღე საკმარისია.

„ვაგრძელებთ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა თბილისის მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის შემუშავებული სტანდარტები, რომელთა შესრულებაც ობიექტების გახსნისთვის სავალდებულოა. ბიზნესის შენიშვნები შემუშავებულ რეგუალციებში გათვალისწინებულია და რეგულაციების არსებით ნაწილზე შეთანხმება შედგა. ასევე, შევთანხმდით სავაჭრო ცენტრებში ახალი ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დანერგვის ვადებზე და იმედი გვაქს, რომ დროულად მოხერხდება აღნიშნული სექტორის გახსნა.“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზე 8 ივნისიდანაა დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა თარიღმა არასასურსათო მაღაზიებისა და სილამაზის სალონების მსგავსად უფრო ადრე გადმოინაცვლოს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები