ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: ექსპორტი, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში შემცირდება

15.05.20 16:40


ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ვარაუდობს, რომ საექსპორტო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირდება და ეს, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

პირველი და ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო, ეს სექტორი ყველაზე მეტად შემცირდება – სავარაუდოდ, 60-65%-ით, რასაც, რა თქმა უნდა, ვერანაირი დახმარება გადაფარავს. სხვა სექტორებს მნიშვნელოვანი დარტყმა არ ექნებათ, ყველა სექტორს ექნება თანაბარი, წლიურ ჭრილში, დაახლოებით, 4%-იანი შემცირება. საექსპორტო მაჩვენებელი ვფიქრობთ მნიშვნელოვნად არ შემცირდება, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებშია შემცირება მოსალოდნელი“, – აღნიშნა კაკაურიძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, არის პოზიტიური სცენარი, სადაც საუბარია, რომ ეკონომიკის წლიური შემცირება -2%-ის ფარგლებში იყოს, არის დაშვებები, სადაც შეიძლება, 7-9%-მდე ვისაუბროთ. თუმცა, ყველაზე რეალისტური სცენარი არის წლიური 4%-იანი შემცირებისა და ბიუჯეტი სწორედ ამ მაჩვენებელზე იქნება დაგეგმილი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები