პოლიტიკა

ლავროვის ნათესავი საქართველოს საპატიო კონსულად დანიშნეს - ოპოზიცია განმარტებას ითხოვს

15.05.20 17:00


ბელგიაში, საქართველოს საპატიო კონსულად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავი იანიკ კალანტარიანი დაინიშნა. "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ კალანტარიანი, ამავდროულად, ბელგია-სომხეთის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტია.

"პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააკეთოს განმარტება იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე უარყოს, ან დაადასტუროს ა.წ. 14 მაისს "კავკაზ პლიუსში" გამოქვეყნებული ფაქტების სისწორე", - განაცხადა ლანა გალდავამ.

„ლელო" საგარეო საქმეთა სამინისტროს დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

"საგარეო უწყებამ უნდა ახსნას, რა დამსახურების საფუძველზე მიანიჭა იანიკ კალანტარიანს საპატიო კონსულის წოდება. შემოწმდა თუ არა შესაბამისად ამ ადამიანის კანდიდატურა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ. მისი ამჟამინდელი თანამდებობა - ბელგია-რუსეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტობა ხომ არ არის ინტერესთა კონფლიქტში საპატიო კონსულის წოდებასთან. არის თუ არა ეს კანდიდატურა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის მატარებელი?" - განაცხადა გალდავამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები