საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო სამუშაოები სრულდება

15.05.20 17:40


„გასულ წელს აღნიშნული საგზაო მონაკვეთის ნაწილს რებილიტაცია ჩავუტარეთ, ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში იყო დარჩენილი. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – წყლისა და გაზის მილები. ახლა მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ხვალ საღამოს დასრულდება, შემდეგ მოირეცხება და 18 მაისიდან გადაადგილება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები გამოიცვალა. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. საერთო ჯამში, გზის საფარი დაახლოებით, 14 500 კვ.მ ფართობზე განახლდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯი არ ჯი“ ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი გამოიყო. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე იმყოფებოდა.




წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები